ალტერნატიული შემოსავალი

სტოკები და მათთან თანამშრომლობა

FOOD ფოტოგრაფი

ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო თემას ვეხები 📸👨🏼‍🎨🎥.


საიდუმლო არ არის, რომ დამატებითი შემოსავალი 💵 არავისთვის არ არის ზედმეტი, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტე პროფესიონალურად შემესწავლა ფოტოგრაფია 📷, თუმცა კონკურენცია საკმაოდ დიდია და კარგ შემოსავალზე გასვლა არც ისე ადვილია. მითუმეტეს მათთვის, ვისაც ჩემსავით, არც ისე მოთხოვნადი ნიშა 🍩🍪 უკავია.
მოთხოვნა დიდია FOOD ფოტოგრაფიაში, თუმცა როდესაც საქმე ფინანსებს ეხება ბევრი რესტორანი, კაფე თუ ბარი უკან იხევს და არჩევანს აკეთებს ტელეფონით 📱 გადაღებულ სურათებზე. ზუსტად ამიტომ ხშირად ვაწყდებით სოც. მედიაში სურათებს, რომელიც არ იწვევს ჩვენში სასურველ ემოციებს 😕 და სურვილებს 😑. არამედ პირიქით ერთი ჩვეული, უმარილო პოსტივით ისქროლება, რომელიც ოდნავი ყურადღების ღირსიც კი არ ხდება.
პ.ს «გაითვალისწინეთ მეგობრებო ეს ჩემი სუბიექტური 🙊 აზრია, რომელშიც შეიძლება არ მეთანხმებოდეთ» -ამიტომ მოხარული ვიქნები კომენტარებში თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს.

დავუბრენდები ჩემი პოსტის მიზანს. ზუსტად ამ დასკვნების გამოტანის შემდეგ დავიწყე ალტერნატიული შემოსავლების 💵 ძებნა და წავაწყდი სტოკებს. გავიარე რეგისტრაცია რამოდენიმე მათგანზე და დავიწყე ჩემი ნამუშევრების ატვირთვა. ვტვირთავდი ყველაფერს, რაც კი ოდესმე გადამიღია, არ ვაქცევდი ყურადღებას სტოკის ტრენდებს და მოთხოვნებს. შესაბამისად შედეგიც ვერ მივიღე, გარდა რამოდენიმე გაყიდვისა, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო. რის შედეგადაც მოტივაციაც მოკვდა და ატვირთვაც შევწყვიტე.

ახალ წლებზე, რატომღაც მომინდა ჩემი გვერდები შემემოწმებინა და საკმაოდ გაოცებული 😲 დავრჩი. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სურათები მაინც ცოტ-ცოტა იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ 2️⃣0️⃣0️⃣ ფოტო მქონდა ატვირთული. მოტივაციაც მომემატა და დავიწყე აქტიურად სტოკებთან მუშაობა. დღეს უკვე ჩემს პორტფოლიოში 6️⃣0️⃣0️⃣ მდე ფოტოა.

ამ ეტაპზე ვთანამშრომლობ:
#shutterstock


#adobestock

#istock

#depositphotos

თუმცა ვგეგმავ მომავალში სხვა სტოკებიც მოვიცვა.

ამიტომ გადავწვიტე ჩავატარო ექსპერიმენტი, რომლის მეშვეობით შევეცდები დავუმტკიცო საკუთარ თავს ის, რომ სტოკებით შეიძლება რეალური ფულის 💵 შოვნა.

>

Blog