საუკეთესო სავარჯიშო ფოტოგრაფებისთვის ❗️❗️❗️

ფოტოგრაფიის შესწავლა და საკუთარი სქილების განვითარება.

1. რატომ გადაიღო 📸? რა მოვლენამ ან სიტუაციამ მიიზიდა ფოტოგრაფი, რა მოეჩვენა საინტერესოდ?
შინაარსობრივია მოვლენა, თუ ფოტო «არაფერზეა»?
როგორია კომპოზიცია?
შინაარსი და შემადგენლობა…
2. რაში გამოიხატა ფოტოგრაფის სამუშაო 🤳🏼, გადაღების დროს (შემდეგ)? რა გამოყო ფოტოზე და რას გაუსვა ხაზი? გააძლიერა 💪🏼 თუ შეასუსტა ემოცია და შინაარსი?
3. მთავარი და მეორე ხარისხოვანი დეტალები ⛩, შესაბამისობა… საჭირო და ზედმეტი, ხელის შემშლელი და ყურადღების გამფანტველი 🤦🏼‍♂️ დეტალები… .
4. შეიძლება თუ არა გაუმჯობესება 🆒?
5. ფოტოგრაფის იდეა: მარტივად აღთქმადი, ერთ თუ მრავალ აზრიანი 💯, ორიგინალურობა.
როგორც უკვე გითხარით, ფოტოგრაფია პროფესიად ორი წლის წინ ვაქციე და თავიდან არც ისე კარგი შედეგი მქონდა 🥺. ამ სავარჯიშოს შესახებ, რომელიც ზემოთ მოვიყვანე ჩემი კარიერის დასაწყისში გავიგე. თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად 🤔 ვუყურებდი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვხვდებოდი მნიშვნელობას და აუცილებლობას, რადგან ბევრად მარტივი ხდებოდა ჩემთვის სხვა ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოების გააზრება და გაანალიზება, რაც ჩემი დღევანდელი ხედვის ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა.
რა თქმა უნდა პრაქტიკაზე კარგი სავარჯიშო არ არსებობს და პირველი, რაც მინდა გითხრათ გადაიღეთ 📸 ბევრი და ყველაფერი. მაგრამ დღეში ერთი საათი მაინც დაუთმეთ ფოტოების ანალიზს 💆🏼‍♂️, რომელიც მოგწონთ ან თუნდაც არ მოგწონთ. არ შეაჩეროთ ყურადღება მხოლოდ იმ ფოტოებზე, რომელიც არანაირ ემოციას 😑 არ გამოიწვევს თქვენში. ისინი არაფრის მომტანი არ იქნებიან.  

>

Блог

Follow Me on Instagram