ბუნებასთან სიახლოვე 🌸🌼

2020 წლის 16 მაისი ლილესთვის აღმოჩენების დღეა.

ოჯახური სიმყუდროვე 💜💙

ბედნიერი წუთები ორ ყველაზე მნიშვნელოვან მანდილოსანთან ჩემს ცხოვრებაში 😍 😘

     2020 წლის 16 მაისი ლილესთვის აღმოჩენების დღეა. დღეს მისთვის პირველი ოფიციალური პიკნიკი იყო. სადაც გემრიელად მიირთვა თავისი ფაფა და პეჩენია, ჩვენ კი მხოლოდ იუბილეინოეს პეჩენიას დავკმაყოფილდით და თბილი წყალი დავაყოლეთ. 10 წითი ეძინა, მეტი დრო არ დაუთმო ამ შესანიშნავ აქტივობას, რადგან ყველაფერი აინტერესებდა: ბალახი, ხეები ახლოდან, ჭიანჭველა და რა თქმა უნდა დედიკოსთან და მამიკოსთან თამაში. 

     პირველად იდგა ფეხშიშველი ბალახზე, რამაც მაში შერეული გრძნობები გამოიწვია. თან მოსწონდა თან არა. რამოდენიმე ნაბიჯის მერე ფეხები აიშვირა და ცოცხალი თავით აღარ დადგა სანამ პლედზე არ გადავიყვანეთ, როგორც ჩანს პატარა ფეხუჩებს ჩხვლეტდა ცივი ბალახი. 

     კარანტინამდე არც ისე ხშირად გავდიოდით მე და მარი სასეირნოდ, ზოგჯერ ვერ ვახერხებდი უბრალოდ ოჯახთან დროის გატარებასაც კი. ხან გადაუდებელი საქმე ჩნდებოდა, ხან გვიანობამდე სამსახურში ვიყავი, ხან სახლში მქონდა სამუშაო კომპიუტერთან, თუმცა ის ყოველი იშვიათი გასვლა განსხვავებულად გვამახსოვრდებოდა. 

     ეხლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ყველა ჩვენთაგანმა თავის ოჯახებთან გაატაროს უძვირფასესი წუთები. მეც ზუსტად ესე ვიქცევი, რადგან ვხვდები ამაზე დიდ ბედნიერებას ვერაფერი ვერ მომანიჭებს. შეიძლება ითქვას ვანაზღაურებ იმ დაკარგულ დროს, რომელიც არ ვიყავი ჯერ მარისთან და ეხლა უკვე ლილესთანაც. 

     სურათებიც ბევრი გადავიღეთ. მეხსიერებაში ეს დღე ისედაც დიდი ხანი დარჩება, თუმცა ციფრული მეგობრები თუ იქნებიან უკეთესია, მომავალში უბრალოდ კი არ მოვუყვებით ლილეს თუ როგორ დადიოდა ფეხშიშველი ბალახზე, არამედ სურათებსაც ვაჩვენებთ, რაც დარწმუნებული ვარ დადებით ემოციებს გამოიწვევს.

Блог

Follow Me on Instagram