Pizzeria Tizziani

სალამი მეგობრებო!

მინდა გაგაცნოთ და გიამბოთ პიცერია ტიციანის შესახებ, რომლის ფოტოებზეც რამოდენიმე დღე ვიმუშავე ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად.

თავად ტიციანი ქუთაისელია და მას ეს სახელი მამამისმა ტიციან ტაბიზის საპატივცემულოდ დაარქვა. ბავშვობიდან უნდოდა თავისი ქალაქისთვის, რაღაც ღირებული გაეკეთებინა, რომ ყველა ქუთაისელს ელაპარაკა მასზე და ეამაყათ. ნამდვილად თავისი პატარა პიცერიით, რომელიც სასტუმრო «ბესთ ვესტერნში» გახსნა, ქუთაისელების ალაპარაკება შეძლო.

ბავშვობიდან გურმანის სახელს ატარებდა და იტალიაში მოხვედრისას, არაერთი უცხო კერძი დააგემოვნა და საბოლოოდ ჩამოიტანა საქართველოში.

მასთან საუბრისას მან გაიხსენა, როგორ მოხვდა ის პირველად იტალიაში:

ჩავფრინდი ძალიან დაღლილი და აეროპორტიდან პირდაპირ სახლში წავედი, სადაც ჩემი მასპინძელი ფრანჩესკო და მისი ცოლი ავრორა მელოდებოდნენ. ისე დამხვდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. შემატყეს, დაღლილი ვიყავი და აი ამ წამიდან დაიწყო საოცრება. ფრანჩესკომ მისი დამზადებული ლიმონჩელო გამომიწოდა, Salute შემოსძახა და გადაკრა. არ ვიცოდი რა იყო, თუმცა მეც იგივე გავიმეორე.

ბაღში გავედით, ჩემი რეცეპტორები გაძლიერდა, მადა მომემატა. ამასობაში სახლში წარმოუდგენელი სურნელი დატრიალდა. ბაზილიკი, ზაფრანა, პომიდორი, პარმეზანი, მოცარელა, ღვინისა და ხორცის შერეული არომატი, ეს ის ჩამონათვალია რისი გარჩევა და ამოცნობაც მაშინ შევძელი… ვიხსენებ და ახლაც თავბრუ მეხვევა! ეს იყო ჩემი პირველი შეხება ჩემთვის სრულიად უცხო სამზარეულოსთან.

იტალიით შთაგონებული, ქუთაისში დაბრუნებისას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ შეეძლო გაეზიარებინა ყველა ქუთაისელისთვის (და არა მარტო) ის რაც მან შეიგრძნო და გამოცადე?!

ასე დაებადა იდეა, გაეხსნა იტალიური რესტორანი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ზუსტად იმ გემოების შეგრძნებას, რითიც ის შეიპყრო იტალიამ.

ამ მოგზაურობისა და იდეის დაბადების შემდეგ, კიდევ ბევრჯერ იყო იტალიაში, მოიარა იტალიის პატარა სოფლები, თუ დიდი ქალაქები, ეცადე მაქსიმალურად შეესწავლა იტალიური სამზარეულოს თავისებურებანი, რათა საუკეთესო რეცეპტები და გემოები თქვენთვის ჩამოეტანა და გაეზიარებინა.

უამრავი დრო და ენერგია დახარჯა მან თავის საოცნებო საქმეში და ვფიქრობ მიიღო ზუსტად ის რაც მას სურდა — საუკეთესო იტალიური რესტორანი ქალაქში!

ხოლო გემრიელი ფოტოების ფორმულა კი სწორი და კარგი თანამშრომლობაა და ვფიქრობ მე და ტიციანმა მოვახერხეთ ეს.