მამობა ❗️❗️❗️

ქალიშვილი! 💜💙…ოოოოოო

მამობა ❗️❗️❗️

ქალიშვილი! 💜💙…ოოოოოო 

თითქოს ცხრა თვე ვემზადებოდი გოგოს მამობისთვის, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ არ გამომივიდა. როგორ მეშინია იმედები არ გავუცრუო სამომავლოდ. როგორ გავზარდო (ავღზარდო)? ბიჭი თითქოს მარტივია: «იმას არ ეჩხუბო, იქ არ აძვრე, ნუ დარბიხარ წაიქცევი, წაიქეცი-არაუშავს ქორწილამდე გაგივლის» და გოგოს როგორ უნდა მოვექცე? ჰმმ..... 🤔 

 მსმენია, გოგოები დიდობაში აფასებენ მამის აღზრდაში ჩართულობას. თევზაობა, ველოზე კატაობა ან თუმდა ლურსმნის მიჭედება, რომ იციან. მართალია ჯერ ამ სიის ნახევარი მე მაქვს სასწავლი მაგრამ ჰაჰაა… 😂😂

მიხარია, რომ სიცოცხლით სავსე, მხიარული და მოუსვენარია. ყველას უღიმის და ეთამაშება. განსაკუთრებით წვეროსნები მოსწონს (მეშინია წვერის გაპარსვა, ვაიდა ვერ მიცნოს და აღარ მიმიკაროს.?)

ამბობენ, რომ ქალიშვილები ცდილობენ მამის მსგავსი ცხოვრების მეგზურები მოძებნონ. ვგრძნობ ლილეს გაუჭირდება ჩემისთანა იდიოტის პოვნა, მაგრამ ერთი მხრივ მიხარია. არ მომიწევს ყოველ მეორე «პაკლონიკის» გაცნობა და შეშინება 🙊😂

უი მართლა ნელ-ნელა მე და მარი ლილეს სხვადასხვა მიმებს ვამჩნევთ, რომელიც გვაგიჟებს და გვახარება. ყოველდღიურად იზრდება და ახალს სწავლობს. მაცივართან მიყვანა სასტიკად არ შეიძლება, რადგან ორ წუთში ყველა მაგნიტი ნაჭამი და ძირს ჩამოგდებულია.

>

Blog

Follow Me on Instagram