Food Photography

შეუკვეთე ფოტოსესია

პირველ რიგში ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ჩემი მიზანია, როგორც FOOD ფოტოგრაფის - არა უბრალოდ გადავიღო რესტორანში წარმოდგენილი კერძები, არამედ გავაკეთო ეს შემუშავებული კონცეფციის ჩარჩოში, რომელიც იქნება მარტივი გასაგები სტუმრისთვის და რა თქმა უნდა გაზრდის გაყიდვებს ობიექტზე.

ვიზუალური კონცეფცია განუყოფელი ნაწილია, ბრენდის საერთო სტრატეგიის. ეს არის რესტორნის იდეის ეფექტური შეფუთვა, რომელიც ასახავს ობიექტის ფორმატს, მის ღირსებებს, განმასხვავებელ თვისებებს, გადმოსცემს უნიკალურ ატმოსფეროს და განწყობას.

FOOD ფოტო მომსახურება
FOOD ფოტო მომსახურება
FOOD ფოტო მომსახურება

სწორი და მიზან მიმართული ფოტოების ფორმულა შედგება ბევრი მამრავლისგან:

შესაფერის კონტინგენტზე ორიენტირება + ბიძგი მოქმედებისკენ + ემოცია + «მიმზიდველი» ვიზუალი + სწორი კომპოზიცია.
და ეს მხოლოდ ძირითადი მამრავლებია.

სწორი ვიზუალური კონცეფცია, ხელს უწყობს რესტორნის პოზიციონირებას და აყალიბებს სტუმრების დადებით შეხედულებას ობიექტის მიმართ. ის ზრდის ერთგული სტუმრების რაოდენობას და საშუალო ჩეკს დაახლოებით 30% -ით.

სტატისტიკის მიხედვით:

  • საშუალოდ კერძის ფოტო ზრდის მის გაყიდვებს - 63−78% -ით
  • თუ მენიუში მოთავსებულია კერძის ფოტოები, საშუალო ჩეკი იზრდება დაახლოებით - 27−36% -ით

როგორ მიმდინარეობს ფოტო/ვიდეო გადაღება?

სწორი და მიზნობრივი ვიზუალური კონცეფციის შექმნა, რომელიც აჩვენებს არამხოლოდ კერძების მიტანის ვიზუალს სტუმართან, არამედ გაზრდის რესტორნის გაყიდვებსაც - ეს არის სხვადასხვა ხელოვნური და ლოგიკური ღონისძიებების რიგი, როგორც ჩემი გუნდის, ასევე თქვენი მხრიდან.

FOOD ფოტო მომსახურება

ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ ისეთი ვიზუალური კონცეფცია, რომელიც თქვენი რესტორნის ინდივიდუალურ სტილს შეესაბამება და გამოგარჩევთ კონკურენტებისგან, ასევე რაც ყველაზე მთავარია გაზრდის გაყიდვებს.

ამიტომ შევიმუშავეთ მარტივი და ამავდროულად ეფექტური თანამშრომლობის პრინციპი:


1. დეტალური კონცეფციის შემუშავება და გადაღებისთვის მზადება

გადაღებისთვის მზადება შედგება რამოდენიმე ეტაპისგან, რომელზეც მუშაობენ როგორც ჩემი სპეციალისტები ასევე თქვენი გუნდის წევრები. თუ თქვენ უკვე გყავთ არტ-დირექტორი ან კოპირაიტერი მაშინ ჩვენ მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.


1. დეტალური კონცეფციის შემუშავება, რომელიც მოიცავს უნიკალური ვიზუალური სტილის შექმნას

2. გადაღებისთვის საჭირო ფონების და აქსესუარების შერჩევა


რა ძირითადი როლები შეიძლება მონაწილეობდნენ გადაღების მზადებასა და პროცესში:

ფოტოგრაფი: შეიმუშავოს კონცეფცია და გადაიღოს ფოტო ან ვიდეო. მონიტორინგი გაუწიოს პროცესში მონაწილეებს.

სტილისტი: იპოვოს გადაღებისთვის საჭირო აქსესუარები, შექმნას კომპოზიცია და დააკვირდეს გადაღებული მასალის ხარისხს.

პროექტის მენეჯერი: პროექტის ყველა მონაწილის წარმატებული ურთიერთქმედება.

რეტუშორი: ფოტოების დამუშავება კონცეფციის თანახმად.

ვიდეო-მონტაჟორი: გადაღებული მასალის ვიდეო-მონტაჟი


2. ვაფორმებთ ხელშეკრულებას, და ვთანხმდებით ფოტოსესიის დღეზე, რიცხავთ ავანსს

განზრახვების სერიოზულობის დასადასტურებლად და ყველა მოქმედების კანონიერების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვმუშაობთ ხელშეკრულებით. ჩვენ წარმოგიდგენთ ხელშეკრულების დრაფტს და კომერციულ უფლებებზე უარის თქმის სპეციალურ რელიზებს, თუ ფოტოში (კადრში) არიან ადამიანები ან სხვა თანმხლები იურიდიული დოკუმენტები.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თქვენ რიცხავთ ავანსს, რის შედეგადაც ვაფიქსირებთ გადაღებისთვის შეთანხმებულ დღეებს და ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას.

3. ფოტოსესია

როგორც წესი გადაღება იწყება დილით ადრე და გრძელდება სრული სამუშაო დღე. ფოტოსესიაში მონაწილეობას იღებს ფოტოგრაფი, სტილისტი და შეფ-მზარეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რესტორნის ხელმძღვანელის ყოფნა, რომელიც შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას გადაღებული მასალის დამტკიცების შესახებ.

თუ ხელმძღვანელს არ შეუძლია ფიზიკურად დაესწროს გადაღების პროცესს, მაშინ ის აქტიურად იმყოფება ონლაინ რეჟიმში გადაღებული კადრების დამტკიცებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ამდაგვარი ჩართულობაც შეუძლებელია ფოტოსესია იდება სხვა დღისთვის.


4. გადაღებული მასალის გადარჩევა

ამ პროცესში მონაწილეობენ ფოტოგრაფი, რესტორნის ხელმძღვანელი და შეფ-მზარეული. შესაძლებელია, როგორც ადგილზე გადაღების შემდეგ, ასევე ონლაინ რეჟიმში.


5. გადაღებული მასალის დამუშავება, მონტაჟი და დიზაინი

დამუშავება: როგორც წესი, დამუშავების პროცესი ფოტოების შერჩევიდან ორ კვირას მოითხოვს

მონტაჟი: ფილმის ან კლიპის შექმნის შემთხვევაში, დრო დამოკიდებული მის სირთულეზე, მინიმუმ ერთი თვე


6. მზა მასალის (ფოტო, ვიდეო) მიწოდება

მასალას გაწვდით თქვენთვის სასურველი და კომფორტული გზებით. (ონლაინ: Google Drive, Dropbox, We Transfer და ა.შ, ან მეხსიერების ბარათის თუ დისკის მეშვეობით.

ამის შემდეგ ვაწერთ ხელს მიღება-ჩაბარების აქტს და ვემზადებით შემდეგი გადაღებისთვის, საჭიროების და სურვილის შემთხვევაში.


FOOD ფოტო მომსახურება
FOOD ფოტო მომსახურება
FOOD ფოტო მომსახურება

რა ღირს ფოტო/ვიდეო გადაღება?

გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ცვლადი, თუნდაც იმისთვის, რომ დაგისახელოთ დაახლოვებითი ფასი. ეს არის ფონების და აქსესუარების საჭიროება ფოტოსესიისთვის, ტრანსპორტის ლოჯისტიკა და ფოტო-დამუშავების ან ვიდეო-მონტაჟის სირთულე.

კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, მოხარული ვიქნები გაგცეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები.


თქვენი, ალექსანდრე ფაკაური

+995 (555) 32 32 93

aleks.fakaury@gmail.com


FOOD ფოტო მომსახურება