კონტაქტი — ფოტოგრაფი • ალექსანდრე ფაკაური

ცოცხალი და ემოციური ფოტოგრაფია!

    მოგესალმებით !

     მე ვარ ალექსანდრე ფაკაური. 
     დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაკავებული ვიყავი სპორტით, შემდეგ სწავლით. დავამთავრე ილია, მენეჯმენტის ფაკულტეტი და საბოლოოდ მივიღე საკმაოდ მრავალ პროფილური გამოცდილება, რაც ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დამხმარებია და ალბათ მომავალშიც დამეხმარება. მიყვარს: კითხვა, მუსიკა, აზიური სამზარეულო, მოგზაურობა და ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი მეუღლე, მარიამი.
     ფოტოგრაფია ყოველთვის მიზიდავდა და მომწონდა შესაბამისად, გადაღება დავიწყე ბავშვობაში პრიმიტიული მობილურით და სულ ვოცნებობდი მქონოდა კარგი აპარატი. მჯერა, რომ, თუ მიყვები ოცნებებს ისინი აუცილებლად აგისრულდება, რაც მოხდა ჩემს შემთხვევაში. კომერციული გადაღება დავიწყე დაახლოებით ხუთი წლის წინ. განსაკუთრებით შემიყვარდა ხალხის და მათი ისტორიების დაფიქსირება. არ აქვს მნიშვნელობა ქორწინდებიან ისინი თუ ყავთ ოჯახი და ბავშვები, ან უბრალოდ უნდათ ემოციების გაყინვა, რასაც ფოტოგრაფია ეხმარება. ეს არის ისტორია – ისტორია თქვენი ცხოვრების და ის მშვენიერია. 
     მოკლედ რომ მოგიყვეთ ჩემი სურათების შესახებ, მომწონს რამოდენიმე ვარიანტი: "კეთილი", "ნამდვილი", "ცოცხალი" და "ემოციური" ფოტოები. ჩემი სამსახურია დავიჭირო თქვენი გრძნობების სითბო და ემოცია, რომლის გადათვალიერებისას არამხოლოდ იხსენებდეთ ამა-თუ იმ  მოვლენას, არამედ ხელახლა განიცდიდეთ მას.
     ჩვენ ერთად შევქმნით იმას, რაც არ არსებობს, როგორი ხმამაღალი ნათქვამი არ უნდა იყოს ეს. გულრწფელად მინდა იღიმოდეთ, ტიროდეთ ბედნიერებისგან, როდესაც თითოეულ სურათს ნახავთ ხელახლა. როპორტაჟი ეს არის ემოცია: სიხარული, აღტაცება, ცრემლები, სიცილი, აღფრთოვანება, ვნება, მოლოდინი, განცდა და ა.შ. .
     ჩემ ფოტოებს, შესაძლებელია არ დაარქვა ყველაზე მოდური ან გლამურული, მაგრამ მათ ემოცია, სიცოცხლე და ელეგანტურობა არ აკლიათ. ისინი ნამდვილია! არც ჩემ ფერს შეიძლება უწოდო ჰიპერ მოდური, თუმცა ის ყოველთვის ზომიერი და კეთილშობილია.
     ნებისმიერი გადაღების დროს მე ვეძებ ემოციებს და მომენტებს. სიხარულის ცრემლებს, მეგობრების სიცილს და სითბოთი სავსე თვალებს. ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა და ქმნის ატმოსფეროს, განწყობას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩემი კონტაქტები


Phone: +995 (555) 32 32 93

E-Mail: aleks.fakaury@gmail.com

Instagram: fakaury

Facebook: Aleks Andre

VK: Aleksandre Pakauri 


კონტაქტი — ფოტოგრაფი • ალექსანდრე ფაკაური
კონტაქტი — ფოტოგრაფი • ალექსანდრე ფაკაური
კონტაქტი — ფოტოგრაფი • ალექსანდრე ფაკაური